Java - პირველი წელი

Java - პირველი წელი

კურსის ხანგრძლივობა: 66 გაკვეთილი (132 აკადემიური საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ორჯერ, თითო გაკვეთილი 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი:  მოსწავლეს გავლილი უნდა ჰქონდეს პროგრამირების პირველი საფეხურის რომელიმე კურსი. განკუთვნილია VIII-XII კლასელებისა და სტუდენტებისათვის.

ერთი წლის ღირებულება:  2000 ლარი. გადახდა 3 ნაწილად. სწავლის დაწყებამდე - 800 ლარი, 15 დეკემბრამდე - 700 ლარი, 15 მარტამდე - 500 ლარი.

კურსის მიზანი:  დაპროგრამების ენის Java-ს საფუძვლების შესწავლა და მისი საშუალებით სასწავლო პროექტების განხორციელება.

კურსის მოსალოდნელი შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეს ეცოდინება:

  • დაპროგრამების ენის Java-ს ძირითადი საშუალებები
  • ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების პრინციპები
  • desktop აპლიკაციებთან მუშაობა
  • მარტივი პროექტების დაგეგმვა და შესრულება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად

კურსის პროგრამის  შინაარსი:

  • Java შესავალი, ცვლადები, ოპერატორები, ციკლები, მასივები
  • ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება
  • დამატებითი შესაძლებლოებები String, Exception, I/O, Collection
  • Java FX – desktop აპლიკაცია