კომპიუტერული თამაშების პროგრამირება - მეორე წელი

კომპიუტერული თამაშების პროგრამირება - მეორე წელი

კურსის ხანგრძლივობა: 66 გაკვეთილი (132 აკადემიური საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ორჯერ, თითო გაკვეთილი 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: მოსწავლეს გავლილი უნდა ჰქონდეს კურსი კომპიუტერული თამაშების პროგრამირება - პირველი წელი. განკუთვნილია VIII-XII კლასელებისა და სტუდენტებისათვის.

ერთი წლის ღირებულება:  2000 ლარი. გადახდა 3 ნაწილად. სწავლის დაწყებამდე - 800 ლარი, 15 დეკემბრამდე - 700 ლარი, 15 მარტამდე - 500 ლარი.

კურსის მიზანი: Unity 3D პროგრამის გაღრმავებული შესაძლებლობების ათვისება, კომპიუტერული 3თამაშების შექმნა. საკუთარი თამაშების დაგეგმვა, მათზე მუშაობის დაწყება და განვითარება. პროექტების სრულყოფა და ინტერნეტ სივრცეში განთავსება.

კურსის მოსალოდნელი შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეს ეცოდინება:

  • Unity 3D პროგრამაში სხვადასხვა სირთულის 3 განზომილებიანი თამაშის შექმნა
  • 3D გარემოში სხვადახვა ობიექტებისათვის ფიზიკის კანონების მორგება (გრავიტაცია, უწონადობა, დარტყმის ძალა, ასხლეტვა და ა.შ .) და მათით მანიპულირება
  • თამაშებზე დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა
  • ალგორითმების გააზრება და პროგრამული პრობლემების აღმოფხვრა
  • თამაშების აწყობა სხვადასხვა პლატფორმებისთვის
  • თამაშის სხვადასხვა რეზოლუციებთან მუშაობა 

კურსის პროგრამის შინაარსი:

  • Unity პროგრამის ხელსაწყოებისა და გარემოს გაღრმავებული შესაძლებლობების გამოყენება
  • 3D თამაშის დაგეგმვა, პროექტირება, გაანალიზება და ეტაპობრივი განვითარება
  • ინტერნეტში არსებული მასალების მოძიება და მათი პროექტში გამოყენება
  • თამაშის იდეის შინაარსის დამუშავება და სხვა არსებული თამაშებიდან მაგალითების აღება და განხილვა
  • Unity-ში ჩაშენებული ბიბლიოთეკების გამოყენება და მათი ობიექტებზე მორგება
  • Unity-ს ანიმატორთან და ანიმაციის თაიმლაინთან მუშაობა და ლოკალურად 3D ანიმაციების შექმნა
  • თამაშის საინსტალაციო ფაილის შექმნა და ინტერნეტში განთავსება