ტალანტების ფაბრიკის ორწლიანი სასწავლო კურსი

ტალანტების ფაბრიკის ორწლიანი სასწავლო კურსი

კურსის ხანგრძლივობა: ორი სასწავლო წელი, თითოეულ წელს 99 გაკვეთილი (198 აკადემიური საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში სამჯერ, თითო მეცადინეობა 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: განკუთვნილია VI-VII (გამონაკლის შემთხვევაში IV და V)  კლასელებისთვის. არსებობს სასწავლო კურსის ჩვეულებრივი და მსუბუქი პროგრამა. მიღება ხდება შესარჩევი ტესტირების საფუძველზე, რომლის მიხედვით მოსწავლეები განაწილდებიან ჩვეულებრივ და მსუბუქ პროგრამაზე. 

ერთი წლის ღირებულება: 2400 ლარი. გადახდა 3 ნაწილად. სწავლის დაწყებამდე - 1000 ლარი, 15 დეკემბრამდე - 800 ლარი, 15 მარტამდე - 600 ლარი. მოქმედებს ფინანსური დახმარების პროგრამა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ლიმიტირებულია, საშუალებას გვაძლევს არ დავკარგოთ ნიჭიერი ბავშვები გადახდისუუნარო ოჯახებიდან.

კურსის მიზანი: ალგორითმული და ლოგიკური აზროვნების განვითარება. დაპროგრამებისა და ალგორითმების საფუძვლების შესწავლა. კომპიუტერის გამოყენების საწყისი უნარების დაუფლება.

კურსის მოსალოდნელი შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეს ეცოდინება:

  • მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანების სტანდარტული ტიპების ამოხსნების გზები
  • დაპროგრამების ენის საშუალებით მარტივი და საშუალო სირთულის ამოცანების ამოხსნა
  • მარტივი და საშუალო სირთულის სტანდარტული ალგორითმები

კურსის პროგრამის შინაარსი:

 კვირაში სამი მეცადინეობიდან ერთი ეთმობა მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანების ამოხსნას, მეორე - ალგორითმების საფუძვლებს და მესამე - დაპროგრამების საფუძვლებს. სწავლების პროგრამა საკმაოდ დატვირთულია საშინაო დავალებებითა და საკონტროლო წერებით. სათანადო შეფასების სისტემისა და სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის შედეგების მიხედვით ხდება მოსწავლეთა რეგულარული რეიტინგების დადგენა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ორწლიანი კურსის დასრულების შემდეგ გადავანაწილოთ მოსწავლეები  ე.წ.  ოლიმპიურ თუ პროგრამირების სკოლებში.

დეტალური ინფორმაცია ტალანტების ფაბრიკის შესახებ.