საოლიმპიადო ჯგუფების სასწავლო კურსი

საოლიმპიადო ჯგუფების სასწავლო კურსი

კურსის ხანგრძლივობა: ექვსი სასწავლო წელი.

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში სამჯერ, საერთო კვირეული დატვირთვით 6-8 ასტრონომიული საათი.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა: პროგრამაში ჩართვა შეუძლია მოსწავლეს, რომელმაც დაამთავრა ტალანტების ფაბრიკის ორწლიანი კურსი და რომელსაც აქვს ინფორმატიკის ოლიმპიადაზე წარმატების მოპოვების პერსპექტივა. შესასწავლი მასალა რთულია და მისი დაძლევა შეუძლიათ მხოლოდ გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს. 

კურსის ღირებულება: 2000 ლარი. გადახდა 3 ნაწილად. სწავლის დაწყებამდე - 800 ლარი, 15 დეკემბრამდე - 700 ლარი, 15 მარტამდე - 500 ლარი. მოქმედებს ფინანსური დახმარების პროგრამა, რომელიც დაფუძნებულია საჭიროებაზე და/ან წარმატებაზე.

კურსის მიზანი: ალგორითმული და ლოგიკური აზროვნების განვითარება. დაპროგრამების გაღრმავებული შესაძლებლობებისა და საოლიმპიადო ამოცანების ალგორითმული ამოხსნის მეთოდების დაუფლება.

კურსის მოსალოდნელი შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლე:

  • იცნობს საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნისათვის საჭირო სტანდარტული ალგორითმების ტიპებს
  • დაპროგრამების ენის საშუალებით ხსნის საოლიმპიადო ამოცანებს
  • აქვს ოლიმპიადებსა და კონკურსებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება და სათანადო უნარები
  • ოლიმპიადებსა და კონკურსებზე მოპოვებული აქვს სხვადასხვა ხარისხის დიპლომები და მედლები

კურსის პროგრამის შინაარსი:

ალგორითმების თეორია და დაპროგრამების ინსტრუმენტ(ებ)ი.