IT ინჟინერია, სისტემის და ქსელის ადმინისტრირება

IT ინჟინერია, სისტემის და ქსელის ადმინისტრირება

კურსის ხანგრძლივობა: 30 გაკვეთილი (60 აკადემიური საათი).

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ორჯერ ან სამჯერ, თითო მეცადინეობა 1.5 სთ (2 აკადემიური სთ)

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა: მსმენელი უნდა ფლობდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად უნარებს. ჯგუფში მოსწავლეთა სასურველი რაოდენობაა 5-7. მიღება ტესტირების საფუძველზე.

კურსის ღირებულება: 600 ლარი.

კურსის მიზანი: კურსის მიზანია IT ინჟინერიის, ოპერაციული სისტემისა და ქსელის ადმინისტრირების საფუძვლების შესწავლა.

პროგრამის მოსალოდნელი შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:

  • გაუკეთოს დიაგნოსტიკა და უზრუნველყოს დაზიანებული ოპერაციული სისტემის და ფიზიკური მოწყობილობის შეცვლა-აღდგენა. დამოუკიდებლად დაგეგმოს ლოკალური ქსელი. დამოუკიდებლად ააგოს მცირე და საშუალო ქსელური ინფრასტრუქტურა უზრუნველყოს არსებული ქსელის უსაფრთხოება, ვირუსებისგან დაცვა. უზრუნველყოს ქსელის მონიტორინგი. შექმნას უსადენო (Wi-Fi) ინფრასტრუქტურა.
პროგრამის შინაარსი:
  • პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურა.
  • პერსონალური კომპიუტერის დაშლა-აწყობა.
  • ოპერაციული სისტემების სრულყოფილად გამართვა და ადმინისტრირება.
  • ფიზიკური მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფა (დრაივერების ინსტალაცია).
  • ოპერაციული სისტემის არქივაცია და აღდგენა, ვირუსებისაგან დაცვა. სისტემური შეცდომების გამოსწორება.
  • დაკარგული ინფორმაციის აღდგენა. სხვადასხვა სასარგებლო უტილიტების გამოყენება.
  • ქსელის დაგეგმვა, ქსელის აგება და მონტაჟი. ქსელის მონტაჟის სტანდარტები და წესები.
  • ქსელის პროგრამული კონფიგურაცია. ქსელური აპარატურა, მათი გამოყენება და მონტაჟი. ქსელის პროგრამულად გამართვა და მისამართების დანიშვნა.
  • უკაბელო ქსელი (Wi-Fi). Wi-Fi-ის კონფიგურაცია და მონტაჟი.
  • ინფორმაციის დაცვა ქსელში. ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება.