კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი.
მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა -1,5 სთ. გრაფიკი მსმენელთან შეთანხმებით.
პროგრამაში ჩართვის წინაპირობა: მსმენელს უნდა შეეძლოს საოფისე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება და ერკვეოდეს Excel -ის საფუძვლებში.
კურსის ღირებულება: 1200 ლარი (1 საათის ფასი 60 ლარი)
კურსის მიზანი: მსმენელს გააცნოს მონაცემთა ბაზის შექმნისა და მართვის სისტემა Ms Access და გამოუმუშავოს ამ პროგრამის ეფექტურად გამოყენების უნარი.
პროგრამის მოსალოდნელი შედეგები
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
- მონაცემთა ბაზის დაპროექტება, შექმნა და გამოყენება მომხმარებლის დონეზე
- შეძლებს ათვისებული უნარების საკუთარ საქმიანობაში გამოყენებას
პროგრამის შინაარსი:
- ზოგადი ინფორმაცია მონაცემთა ბაზის მართვის სისტემებისა და პროგრამების შესახებ.
- მზა ბაზების ექსპლუატაციის უნარ-ჩვევები;
- მონაცემთა ბაზის პროექტის შექმნის ეტაპები: ამოცანის ჩამოყალიბება, მონაცემების ანალიზი, ცხრილების სტრუქტურის შექმნა, მოთხოვნების, ფორმების, ანგარიშების ჩამოყალიბება, სამომხმარებლო ინტერფეისის და პროგრამის მაკეტის შექმნა, ტესტირება და სრულყოფა;
- მონაცემთა ბაზისა და ცხრილების შექმნა; ველებთან და ჩანაწერებთან მუშაობა;
- მონაცემების შეტანის წესები და მათი შექმნა;
- ცხრილებს შორის რელაციური კავშირი, მათი ტიპები და შექმნა;
- მოთხოვნების შექმნა და მოდიფიცირება;
- ფორმის შექმნა და მოდიფიცირება;
- ანგარიშის შექმნა და მოდიფიცირება;
- მაკროსების შექმნა და რედაქტირება;
- მონაცემების იმპორტ-ექსპორტი;
- დიაგრამებთან მუშაობა.