ინტერნეტშეჯიბრების პირველი დასწრებული ტურის შედეგები

2009-06-09

2009 წლის 7 ივნისს გაიმართა მზიურის ინტერნეტშეჯიბრების პირველი დასწრებული ტური. ტურის ანგარიში, მონაწილეთა არანულოვანი შედეგების ცხრილი და ამოცანები ამოხსნებითა და შეფასებით შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტშეჯიბრების გვერდზე გავლილი ტურები.
ყველა ის მოსწავლე, რომელმაც პირველ ტურში არანაკლებ 3 ქულა მოიპოვა (ასეთი სულ 36 მოსწავლეა), დაშვებულია მეორე დასწრებულ ტურზე, რომელიც გაიმართება მზიურში შაბათს, 13 ივნისს 10 საათზე.
საბოლოო შედეგები გამოცხადდება დაჯილდოვების ცერემონიალზე, რომლის ჩატარების დრო და ადგილი ორიოდე დღეში გახდება ცნობილი.