საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიურის მოსწავლეები ცენტრის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მუდმივად არიან საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულთა შორის და მუდმივად ხვდებიან ქვეყნის ნაკრებში. მათ მონაპოვარში უამრავი მედალი და სხვადასხვა ხარისხის დიპლომია. მათ შორის ყველაზე მაღალი ჯილდოებია ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადების 6 ოქროს, 6 ვერცხლისა და 24 ბრინჯაოს მედალი.
ჩვენი ნამოწაფრები წარმატებით აგრძელებენ სწავლას ჩვენი ქვეყნისა თუ საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში, მათ შორის ისეთ უმაღლესი რეიტინგის უნივერსიტეტებში, როგორიცაა MIT (Massachussetts Institute of Technologies), West Point (American Military Academy), ფლორიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და სხვა. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ამ უნივერსიტეტებში დაფინანასების მოპოვებაში მთავარი განმსაზღვრელი სწორედ ის მედლები და დიპლომებია, რომლებიც მოსწავლეებს საერთაშორისო ოლიმპიადებზე აქვთ მოპოვებული. ჩვენს კურსდამთავრებულებს წამყვანი პოზიციები უჭირავთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებულ IT პროფილისა და სხვა კომპანიებში. ბევრი მათგანი უცხოურ კომპანიებშიც მუშაობს, მათ შორის ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Google, Microsoft, Facebook, Dropbox და სხვა.
ცენტრის ისტორიის მანძილზე მზიურის რამდენიმე მოსწავლეს დანიშნული ჰქონდა პრეზიდენტის სტიპენდია. ცენტრის სამი პედაგოგი არის ღირსების ორდენოსანი და ჯილდო მინიჭებული აქვთ მოსწავლეთა საოლიმპიადო მომზადებაში მიღწეული წარმატებებისათვის.
მზიური წლების მანძილზე წარმატებით ახორციელებს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციებისა და კომპანიების თანამშრომელთა ტრენინგებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. გასულ წლებში სხვადასხვა კონკურსებსა და ტენდერებში გამარჯვების შედეგად ცენტრს განხორციელებული აქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. კერძოდ: