ჩატარდა ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურნირი.

2017-04-19

ა.წ. 8 და 9 აპრილს გაიმართა ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურნირი.
ტურნირში მონაწილეობდნენ ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები.
ტურნირის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდა ნაკრები:
- სანდრო ხოხიაშვილი – კომაროვი, XI კლასი;
- გიორგი კლდიაშვილი – დემირელი, XI კლასი;
- ნიკა ბირკაძე – კომაროვი, IX კლასი;
- საბა თავდგირიძე – კომაროვი, XII კლასი.
ნაკრები გაემგზავრება 29-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც წელს ჩატარდება თეირანში 28 ივლისიდან 4 აგვისტომდე.
გარდა ამისა, ტურნირის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდა საქართველოს მოსწავლეთა ახალგაზრდული ნაკრები 2002 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული იმ მოსწავლეებისაგან, რომლებიც ამ ასაკის ბავშვებს შორის მოხვდნენ პირველ ოთხეულში. ესენი არიან:
- ნიკა ბირკაძე – კომაროვი, IX კლასი;
- თეიმურაზ თოლორაია – კომაროვი, IX კლასი;
- იოანე კაპანაძე – დემირელი, IX კლასი;
- გიორგი კობახია – კომაროვი, VIII კლასი.
ახალგაზრდული ნაკრები გაემგზავრება ინფორმატიკაში სრულიად ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, რომელიც გაიმართება ბულგარეთის ქალაქ სოფიაში ამა წლის 7-13 სექტემბერს.

ვულოცავთ ნაკრების წევრებს, მზიურელებს, ამ დიდ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.