დასრულდა ეროვნული ოლიმპიადა ინფორმატიკაში

2018-05-02

დასრულდა საქართველოს მოსწავლეთა რიგით 30-ე, საიუბილეო, ეროვნული ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და ქალაქებიდან. დასკვნით ტურს საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
დასკვნით ტურზე სამ ასაკობრივ კატეგორიაში (VIII კლასამდე, IX-X და XI-XII) 98 მოსწავლე იქნა დაშვებული. ოლიმპიადა ხარვეზების გარეშე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა. შედეგები შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: geoi.ge.
ნაკრების შესარჩევი ტურები 19-20 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდება. შესარჩევ ტურებში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იქნებიან ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები.
შეგახსენებთ, რომ შარშან ირანში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI 2017) მზიურელებმა გიორგი კლდიაშვილმა და ნიკოლოზ ბირკაძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
წელს მსოფლიოს 30-ე, ასევე საიუბილეო ოლიმპიადას (IOI 2018) იაპონიის ქალაქი ცუკუბა უმასპინძლებს და იგი 1-8 სექტემბერს გაიმართება.
ნაკრების ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ საქართველოს გუნდი წელსაც არანაკლებ შედეგიანად იასპარეზებს.