მზიურელი ოლიმპიელების კიდევ ერთი ნაყოფიერი ზაფხული

2019-09-02

გასულ ზაფხულს მზიურელებმა მონაწილეობა მიიღეს ინფორმატიკის საერთაშორისო (მსოფლიო) და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადებზე და, ტრადიციულად, წარმატებულად იასპარეზეს.
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOI 2019) გაიმართა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 4-11 აგვისტოს.
ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენდნენ ნიკოლოზ ბირკაძე, თემურ თოლორაია, ბაქარ გამეზარდაშვილი და დავით ხვედელიძე.

მარცხნიდან - გურამ ქოთოლაშვილი, ზაზა გამეზარდაშვილი, ბაქარ გამეზარდაშვილი, თემურ თოლორაია, ნინო ცანდიშვილი, ნიკოლოზ ბირკაძე, დავით ხვედელიძე და გოჩა მანდარია
საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 მედლით დაგვიბრუნდა. ნიკოლოზ ბირკაძემ ოქროს, ხოლო თემურ თოლორაიამ და ბაქარ გამეზარდაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
გუნდს თან ახლდნენ:
ნაკრების ხელმძღვანელი – გოჩა მანდარია
ხელმძღვანელის მოადგილე – ზაზა გამეზარდაშვილი
ასისტენტი – გურამ ქოთოლაშვილი
განათლების სამინისტროს წარმომადგენელი – ნინო ცანდიშვილი

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI 2019) გაიმართა სლოვენიის ქალაქ მარიბორში 23-29 აგვისტოს.
ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ნადარეიშვილი, გიორგი ჩხაიძე, ერეკლე ხომასურიძე და იაკობ რიგვავა. საქართველო მოხვდა ევროპის იმ 6 ქვეყანას შორის, რომელთა ყველა ნაკრების წევრმა მედალი მოიპოვა. გიორგი ნადარეიშვილმა ვერცხლის, ხოლო გიორგი ჩხაიძემ, ერეკლე ხომასურიძემ და იაკობ რიგვავამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.


ნაკრებს თან ახლდნენ:
ნაკრების ხელმძღვანელი – გოჩა მანდარია
ხელმძღვანელის მოადგილე – ზაზა გამეზარდაშვილი
მზიურის ადმინისტრაცია ულოცავს ნაკრებების წევრებსა და მათ მასწავლებლებს გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს მათ.
ამ ოლიმპიადების შესახებ დაწვრილებით შეიძლება წაიკითხოთ ოფიციალურ საიტებზე:
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა - https://ioi2019.az/
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში - https://www.ejoi2019.si/