პითაგორას თასი-2010 გრძელდება

2010-02-02

შეგახსენებთ, რომ ტურნირიპითაგორას თასი-2010” შედგება ოთხი ტურისაგან.

I და II ტური დაუსწრებელია (I ტურის ამოცანების ამოხსნისათვის მოგეცათ ვადა 20. XI. 2009-დან - 19. I. 2010-მდე ჩათვლით, II ტურის ამოცანების ამოხსნისათვის – 1. II. 2010-დან, 28. II. 2010-ის ჩათვლით), III ტური დასწრებულია (მასში მონაწილეობას მიიღებენ II ტურში გამარჯვებული მოსწავლეები, ამისათვის საჭიროა II ტურში მიიღოთ არანაკლებ 55% მაქსიმალურ ქულათა ჯამისა).

 

შეგიძლიათ იხილოთ მეორე ტურის ამოცანებიქართულ და რუსულ ენებზე.

 

III ტური ჩატარდება  20. III. 2010 ან 21. III. 2010-ში(ამის შესახებ იქნება ინფორმაციამზიურის” საიტზე), ხოლო ამ ტურში გამარჯვებულები (ამისათვისაც საჭიროა მიიღოთ არანაკლებ 55% მაქსიმალურ ქულათა ჯამისა) დაიშვებიან დასკვნით ტურზე, რომელიც ჩატარდება 8. V. 2010-ში (ამის შესახებ მოგვიანებით იქნება ინფორმაციამზიურის” საიტზე).

ჟიურიმ გადაწყვიტა, რომ II ტურში დაუშვას ის მონაწილეებიც, რომლებმაც გარკვეული მიზეზებით ვერ შეძლეს I ტურში მონაწილეობა.

ამისათვის მათ პროკრედიტ ბანკის ნებისმიერ ფილიალში უნდა შეიტანონ 7 ლარიპითაგორას საზოგადოებისანგარიშზეანგარიშის ნომერია 360801010900057, უნდა ამოხსნა II (დაუსწრებელი) ტურის ამოცანები (ვადა გაქვთ {1. II. 2010-დან 28. II. 2010-ის ჩათვლით) სათანადო მსჯელობითა და დასაბუთებით, გააფორმ ის უჯრედებიან რვეულში (თითოეულ ამოხსნილ ამოცანას დაუთმეთ რვეულის ერთი ფურცელი, ანუ ფურცლის ორი გვერდი).

     

გარეკანზე დააწერეთ:

 

პითაგორას თასი-2010” – II (დაუსწრებელი) ტური.

 

--------------------------------- --------------------------------  სკოლა------------------ კლასი----------

      გვარი                  სახელი

 

                        თარიღი-----------------   ტელ:----------------------

     

რვეული 2010 წლის 28 თებერვლამდე უნდა ჩააბაროთ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელს, “პითაგორას საზოგადოებისთავმჯდომარესზურაბ აღდგომელაშვილს.

ახლად ჩართულმა (ვინც II ტურიდან იწყებს) მოსწავლეებმა რვეულთან                   ერთად გადახდის ქვითარიც უნდა წამოადგინონ).

მისამართი: . თბილისი, . აღმაშენებლის გამზირი #180, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი, ოთახი #15 (დინამოს სტადიონთან ახლოს).

ტელ: 79-36-93 (სახლი 18.00-24.00)

ტელ: 8(77) 72-30-49 (მობილური)

 

გისურვებთ წარმატებას!

ტურნირპითაგორას თასი-2010”-ის ჟიური.