მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის პირველი დასწრებული ტურის შედეგები

0008-06-19

2008 წლის 15 მაისს ჩატარდა მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის პირველი დასწრებული ტური.
ტურში მონაწილეობა მიიღო თბილისის სკოლების მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის 128 მოსწავლემ.
ტურის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში გავლილი ტურები 

პირველი დასწრებული ტურის ყველა მონაწილეს, რომელმაც მოაგროვა 2 ქულა ან მეტი, ვიწვევთ მეორე (დასკვნით) დასწრებულ ტურზე, რომელიც გაიმართება 21 ივნისს, შაბათს, 10.00 საათზე.

შეგახსენებთ, რომ ა.წ. წლის ოქტომბერში გაიმართება „მზიურის“ მისაღები კონკურსი და ყველა მსურველს ვეპატიჟებით მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ ბავშვებს კონკურსისათვის მომზადება შეუძლიათ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული მასალების მიხედვით.

კერძოდ, გირჩევთ, რომ გაეცნოთ დაუსწრებელი გავლილი ტურებისა და უკანასკნელი ოთხი წლის მისაღები კონკურსის ამოცანებს განყოფილებაში გავლილი ტურები

შეამჩნევთ, რომ მისაღები კონკურსის ამოცანები საგრძნობლად განსხვავდება დაუსწრებელი და დასწრებული ტურების ამოცანებისაგან და არანაკლებ ძნელია მათზე.

შეგახსენებთ, რომ მისაღებ კონკურსში მივიწვევთ მე-5 და მე-6 (გამონაკლისის სახით მე-4) კლასელებს. 

მე-4 და მე-5 კლასელებს, იმ შემთხვევაში, თუ მისაღებ კონკურსში მაღალ შედეგს ვერ აჩვენებენ, საშუალება ექნებათ, რომ 2008-09 წლის ინტერნეტშეჯიბრში მიიღონ მონაწილეობა და უფრო მეტად მომზადებულნი შეხვდნენ 2009 წლის ოქტომბერში ჩასატარებელ მისაღებ კონკურსს.

მშობლებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ ყურადღებით გადახედონ მშობლის სამახსოვროს, სადაც დაწვრილებით არის განმარტებული „ტალანტების ფაბრიკის“ არსი და დანიშნულება. თუ დამატებით კიდევ გექნებათ შეკითხვები, მზად ვართ, ამომწურავი პასუხები გაგცეთ.