ერთად ვუქომაგოთ მოსწავლეთა ინფორმატიკის ნაკრებს

2010-08-15

წელს პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, ინტერნეტის საშუალებით თვალყური ვადევნოთ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მსვლელობას და ერთად ვუქომაგოთ მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს.
პირველი ტური ჩატარდება 16 აგვისტოს, ჩვენი დროით 16.00-დან 21.00 საათამდე. მეორე ტური კი - 18 აგვისტოს იგივე დროში.
შეჯიბრების მსვლელობის თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება მისამართზე: http://www.ioi2010.org/results.shtm
ყოფილი ოლიმპიელების მიერ ამ მოვლენის გასაშუქებლად შექმნილია სპეციალური განყოფილებები:
თბილისის ფორუმზე -  Waterloo, Canada, ერთად ვუგულშემატკივროთ
და Geolymp-ის საიტზე -IOI 2010 - Waterloo, Canada
ამ განყოფილებებში საშუალება გექნებათ, გამოთქვათ თქვენი აზრი, დასვათ შეკითხვები და მონაწილეობა მიიღოთ ამოცანების გარჩევაში.
დაწვრილებით წლევანდელი ოლიმპიდის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალურ საიტზე.
სურათზე: საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების წევრები და მწვრთნელები გამგზავრებისას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, 13.08.2010 წ.