Geolymp-2011 მე-3 ეპიზოდი

2011-05-17

ა.წ. 15 მაისს გაიმართა Geolymp-2011 მე-3 ეპიზოდი. ამ რაუნდში საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 83 მონაწილემ, მათგან კონკურსში 77, ხოლო კონკურსგარეშე 6 ასპარეზობდა. კონკურსში გამოსული მონაწილეებისგან 30 იყო სკოლის მოსწავლე, 47 კი სტუდენტი. ონლაინ შეჯიბრების პარალელურად დასწრებული ტური ამჯერად "მზიურში" ჩატარდა. სრული ანგარიში ამ ეპიზოდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჯეოლიმპის საიტზე- http://geolymp.org/