კონკურსი „იმედი ხვალის – 2011“ შედეგები

2011-06-20

კონკურსი „იმედი ხვალის - 2011“ დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა 2011 წლის 16 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში.
მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 70 სხვადასხვა სკოლის 164-მა მოსწავლემ. თითოეულმა მათგანმა მიიღო ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი:
- პირველი ხარისხის დიპლომი;
- მეორე ხარისხის დიპლომი;
- მესამე ხარისხის დიპლომი;
- სიგელი;
- მონაწილის სერტიფიკატი.

 

მონაწილეებს ეს დოკუმენტები გადაეცათ საერთაშორისო ოლიმპიადების წესების ანალოგიური ალგორითმის მიხედვით. კერძოდ:
- სიგელი ან რომელიმე ხარისხის დიპლომი მიიღო თითოეული კლასის მონაწილეთა დაახლოებით ნახევარმა;
- მეორე ნახევარმა მიიღო მონაწილის სერტიფიკატი;
- სიგელი მიიღო მონაწილეთა დაახლოებით მეოთხედმა;
- მონაწილეთა ყველაზე მაღალქულიან მეოთხედში კი პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები განაწილდა (დაახლოებით) შეფარდებით 1:2:3.

ეს ყველაფერი კონკრეტულ რიცხვებში ქვემომოყვანილ ცხრილშია მოცემული:


I ხარისხი

II ხარისხი

III ხარისხი

სიგელი

სერტიფიკატი

სულ

მე-3 კლ

1

1

2

5

5

14

მე-4 კლ

2

4

6

12

29

53

მე-5 კლ

2

3

6

7

21

39

მე-6 კლ

3

5

7

14

29

58

 

დაჯილდოების ცერემონიაზე მონაწილეებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოდგილე ნოდარ სურგულაძემ, სასკოლო ოლიმპიადების სფეროში მოღვაწე მეცნიერებმა, საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკისა და მათემატიკის ნაკრებების მწვრთნელებმა. წლევანდელი და გასული წლების ნაკრებების წევრებმა და საერთაშორისო და ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებზე წარმატებულმა სხვა მოსწავლეებმა.
ცერემონიაზე მოწვეული იყვნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასმედიისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

 

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მე-2 ტურის მონაწილეთა სკალირებული შედეგები:
უფროსი ასაკი (V-VI კლასი);
უმცროსი ასაკი (III-IV კლასი);

 

მოგვიანებით, “მზიურის” მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის გვერდზე, განყოფილებაში გავლილი ტურები, გამოქვეყნდება კონკურსის სრული ანგარიში.