მზიურელების შეხვედრა სტუდენტებთან

2012-01-06

ა.წ. 11 იანვარს 12.00 საათზე საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურში" გაიმართება შეხვედრა მარიამ კობიაშვილთან და არტემ განდილიანთან.
მარიამი სწავლობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ხოლო არტემი - ამერიკულ უნივერსიტეტში ბულგარეთში. ისინი გვიამბობენ საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ.
შეკრებაზე ვეპატიჟებით უფროსკლასელებსა და მათ მშობლებს.
შეკრებისათვის ფეისბუქზე შექმნილია სპეციალური ღონისძიება და გთხოვთ, რომ გააზიაროთ და დააფიქსიროთ დასწრების სურვილი.
როგორც თქვენთვის ცნობილია, ადგილები შეზღუდულია და გვინდა, რომ დამსწრეთა რაოდენობა წინასწარ იყოს შეთანხმებული.
გისურვებთ წარმატებას.