დამთავრდა კონკურსი "იმედი ხვალის-2012"

2012-06-21

                                                          კონკურსი „იმედი ხვალის - 2012

                                                              დაჯილდოების ცერემონია

 კონკურსი „იმედი ხვალის - 2012“ დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა 2012 წლის 14 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში. 

კონკურსი, წესისამებრ, ჩატარდა ორ ტურად. პირველ ტურში (3 ივნისი) მონაწილეობა მიიღო თბილისის 127 სკოლის 1187 მოსწავლემ. 

მეორე ტურში (9 ივნისი) დაშვებულ იქნა 96 სკოლის 274 მოსწავლე.

მეორე ტურის თითოეულმა მონაწილემ მიიღო ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი:

პირველი ხარისხის დიპლომი;

მეორე ხარისხის დიპლომი;

მესამე ხარისხის დიპლომი;

სიგელი;

მონაწილის სერტიფიკატი.

მონაწილეებს ეს დოკუმენტები გადაეცათ საერთაშორისო ოლიმპიადების წესების ანალოგიური ალგორითმის მიხედვით. კერძოდ:

სიგელი ან რომელიმე ხარისხის დიპლომი მიიღო თითოეული კლასის მონაწილეთა დაახლოებით ნახევარმა;

მეორე ნახევარმა მიიღო მონაწილის სერტიფიკატი;

სიგელი მიიღო მონაწილეთა დაახლოებით მეოთხედმა; 

მონაწილეთა ყველაზე მაღალქულიან მეოთხედში დიპლომები შემდეგნაირად განაწილდა:

მათი რაოდენობის დაახლოებით ნახევარმა (ანუ მთელი რაოდენობის მერვედმა) მიიღო მესამე ხარისხის დიპლომი;

დარჩენილ ყველაზე მაღალქულიან მერვედ ნაწილში კი პირველი და მეორე ხარისხის დიპლომები განაწილდა (დაახლოებით) შეფარდებით 1:2.

ეს ყველაფერი კონკრეტულ რიცხვებში ქვემომოყვანილ ცხრილშია მოცემული:

დოკუმენტი

კლასი

მე-3

მე-4

მე-5

მე-6

I ხარისხის დიპლომი

2

4

2

3

II ხარისხის დიპლომი

4

8

4

5

III ხარისხის დიპლომი

6

13

7

8

სიგელი

10

28

13

16

სერტიფიკატი

22

59

27

33

სულ

44

112

53

65

 დაჯილდოების ცერემონიაზე მონაწილეებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს სასკოლო ოლიმპიადების სფეროში მოღვაწე მეცნიერებმა, საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკისა და მათემატიკის ნაკრებების მწვრთნელებმა. წლევანდელი და გასული წლების ნაკრებების წევრებმა და საერთაშორისო და ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებზე წარმატებულმა სხვა მოსწავლეებმა.

ცერემონიაზე მოწვეული იყვნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასმედიისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ კონკურსის მთავარი პრიზი – კომპიუტერი გადასცა ასაკობრივ კატეგორიებში გამარჯვებულებს – 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეს ნიკოლოზ ბირკაძესა და 158-ე სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეს ნოდარ მოსიას.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მე-2 ტურის მონაწილეთა სკალირებული შედეგები. ტრადისიის მიხედვით ვაქვეყნებთ მხოლოდ არანულოვან შედეგებს:

 უფროსი ასაკი (V-VI კლასი);

უმცროსი ასაკი (III-IV კლასი);