მათემატიკური კონკურსის “იმედი ხვალის-2013” მეორე ტურის მცირე ანგარიში

2013-06-24

მათემატიკური კონკურსის “იმედი ხვალის” მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 82 სხვადასხვა სკოლის 158 მოსწავლემ. წლევანდელი კონკურსი ყველა წინანდელისაგან სწორედ სკოლების სიმრავლით გამოირჩეოდა. განსაკუთრებით იყო გაზრდილი კერძო სკოლების წილი. არც ერთ წინა წლის კონკურსში ამდენ კერძო სკოლას მონაწილეობა არ მიუღია.
ტრადიციულად ბევრი მონაწილე იყო I ექსპერიმენტული, 161-ე, 52-ე, 71-ე, 23-ე და 24-ე საჯარო სკოლებიდან.
ასევე ტრადიციულად აქტიურები იყვნენ კერძო სკოლები: "პრომეთე", "სხივი", "კანდიდი", და "XXI საუკუნე".
გამორჩეულად აღნიშვნის ღირსია გიმნაზია "შავნაბადა", რომლის მოსწავლეებმაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მეორე ტურის მონაწილეთა შედეგები: