მზიურელების მორიგი წარმატება

2013-11-28

ამ ცოტა ხნის წინ ჩატარდა ორი მნიშვნელოვანი ინტერნეტშეჯიბრი პროგრამირებაში, რომლებშიც, ჩვეულებისამებრ, მზიურელებმაც მიიღეს მონაწილეობა და, როგორც ყოველთვის, კარგი შედეგები აჩვენეს.
ა.წ. 17 ნოემბერს შედგა პროგრამირებაში ამერიკის ღია პირველობის (USACO) პირველი (ნოემბრის) ტური. ეს შეჯიბრი მზიურელთა საოლიმპიადო მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია. მის შესახებ შეგიძლიათ ჩვენს ბლოგზე წაიკითხოთ.
უკვე გამოქვეყნდა ამ ტურის შედეგები.
ა.წ. 24 ნოემბერს შედგა რუსეთის მე-14 მოსწავლეთა გუნდური ოლიმპიადა პროგრამირებაში. საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა მზიურელთა გუნდმა ნიკა სვანიძის, ნიკა ნადირაძისა და ელენე მაჩაიძის შემადგენლობით. ისინი 8 ამოხსნილი ამოცანით მე-13 ადგილზე გავიდნენ. შეგიძლიათ იხილოთ საბოლოო შედეგების ცხრილი.