ეროვნული ოლიმპიადის მეორე (დასკვნითი) ტურის შედეგები

2009-05-14

ა.წ. 1-2 მაისს გაიმართა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური. შეჯიბრებას უმასპინძლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ.
შეჯიბრება გაიმართა სამ ასაკობრივ კატეგორიაში - უფროსები (მე-11 მე-12 კლ), საშუალო (მე-9 მე-10 კლ) და უმცროსები (მე-8 კლ-მდე).
უფროსი ასაკის მონაწილეთათვის შეჯიბრება ორ დღიანი იყო. საშუალო და უმცროსი ასაკისთვის ერთდღიანი (საშუალო 1 მაისს, ხოლო უმცროსი - 2 მაისს). სურვილის შემთხვევაში ყველა მონაწილეს ჰქონდა უფლება, მონაწილეობა მიეღო უფროსი ასაკის ჯგუფში იმ დღეს, როცა მისი ასაკის ჯგუფი არ ასპარეზობდა.
ამ უფლებით ბევრმა ისარგებლა და ზოგიერთ შემთხვევაში წარმატებითაც.
უახლოეს შაბათ-კვირას, 16-17 მაისს გაიმართება საქართველოს ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების შესარჩევი შეჯიბრება. ამ შეჯიბრების მონაწილეები შეირჩევიან დასკვნითი ტურის გამარჯვებულთაგან.
შეგახსენებთ, რომ ინფორმატიკის ნაკრებში 4 წევრია და წლევანდელი (21-ე) ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართება ბულგარეთში ა.წ. 8-15 აგვისტოს. დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით ოლიმპიადის ვებგვერდზე http://www.ioi2009.org/.
ნაკრების ოლიმპიადაზე წასვლამდე იგეგმება ტრადიციული მოსამზადებელი შეკრება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის საითზე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმატიკის ოლიმპიადის დასკვნითი ტურის შედეგები. შედეგები პირველადია, მაგრამ სავარაუდოდ, რაიმე ცვლილებები მასში მოსალოდნელი არ არის.
დაინტერესებულებს შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ დასკვნითი ტურის ამოცანები. ადგილის ეკონომიის მიზნით არ ვაქვეყნებ ამოცანების ტესტებსა და ჟიურისეულ ამოხსნებს.
თუ ვინმე დაინტერესდება, მომწერეთ მისამართზე [email protected] და გადმოგიგზავნით.