ჩატარდა "იმედი ხვალის-2014" პირველი ტური

2014-06-02

გუშინ, 1 ივნისს, ჩატარდა მათემატიკური კონკურსი "იმედი ხვალის-2014" პირველი ტური.
კონკურსის მეორე ტური ჩატარდება კვირას, 8 ივნისს. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ პირველი ტურის გამარჯვებულები. 
მონაწილეთა შედეგებსა და ტურის დაწვრილებით ანგარიშს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ამჟამად, ვითვალისწინებთ რა მონაწილეთა დიდ ინტერესს, ვაქვეყნებთ ამოცანებს ამოხსნებითა და შეფასების სისტემით. ამოცანები Pdf ფორმატშია და დაგჭირდებათ სათანადო წამკითხველი პროგრამის გამოყენება.