ვაქვეყნებთ "იმედი ხვალის-2014" მეორე ტურში გადასულთა სიას

2014-06-05

ვაქვეყნებთ მათემატიკურ კონკურსში "იმედი ხვალის-2014" მეორე ტურში გადასულ მოსწავლეთა სიებს კლასების მიხედვით.
მიღებულ ქულებს არ ვაქვეყნებთ, ვინაიდან არ გვინდა, რომ მეორე ტურის წინ მოსწავლეთა მოტივაციაზე გავლენა მოვახდინოთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქულაზე უფრო მნიშვნელოვანია გადამსვლელი ბარიერის დაძლევის ფაქტი. 
მაქსიმალური ქულა, რისი მიღებაც შეიძლებოდა არის 10. გადამსვლელი ბარიერი წელს განისაზღვრა 3 ქულის ოდენობით. ჩვენს ურთულეს კონკურსში 3 ქულის მიღებაც წარმატებაა.
იმისათვის, რომ თქვენი თავის მოძებნა გაგიადვილდეთ, სიები დალაგებულია სკოლების მიხედვით.
ფაილები ისევ Pdf ფორმატშია.


კონკურსის მე-2 ტური ჩატარდება 8 ივნისს, კვირას, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. დაწყების დრო 10.00 სთ.
კონკურსანტებს ვთხოვთ, მოვიდნენ 10-15 წუთით ადრე და თან იქონიონ საწერი პასტა და ფურცლები ან რვეული შავი სამუშაოსთვის.
გისურვებთ წარმატებას.