ეროვნული ნაკრები ინფორმატიკის ოლიმპიადაზე გაემგზავრა

2014-07-11

საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრა. წლევანდელი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა 26-ე არის და ის ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიში 13-20 ივლისს იმართება.
ნაკრების შემადგენლობაში არიან:
გიორგი სხირტლაძე - დემირელის კოლეჯის X კლასის მოსწავლე;
ნიკა სვანიძე - კომაროვის სკოლის XII კლასის მოსწავლე;
ელენე მაჩაიძე - კომაროვის სკოლის XI კლასის მოსწავლე;
ნიკა ნადირაძე - კომაროვის სკოლის XII კლასის მოსწავლე;
გიორგი და ელენე ნაკრების დებიუტანტები არიან, ნიკა სვანიძე და ნიკა ნადირაძე მესამედ იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ოლიმპიადაზე. ნიკა სვანიძე ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელიცაა.
ნაკრების სამწვრთნელო შტაბი წელს ასეთია:
გიორგი მანდარია - ხელმძღვანელი;
ზაზა გამეზარდაშვილი - მოადგილე;
ვახტანგ შეკიშვილი -  მწვრთნელი.
საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადაზე 1996 წლიდან მონაწილეობს და ამ პერიოდის განმავლობაში ქართველი მოსწავლეების მიერ მოპოვებულია 1 ოქროს, 7 ვერცხლისა და 25 ბრინჯაოს მედალი. აქედან 2 ვერცხლისა და 15 ბრინჯაოს მედალი მზიურელების მონაპოვარია.
წელს ოთხივე ნაკრების წევრი მზიურელია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ძველ მედლებს ახლებიც დაემატება. 
როგორც ყოველთვის, ოლიმპიადაზე ორი ტური ჩატარდება 15 და 17 ივლისს.
დაწვრილებით წლევანდელი ოლიმპიადის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებგვერდზე.
ერთად ვუქომაგოთ ეროვნულ ნაკრებს და წარმატება ვუსურვოთ მათ.