ინტერვიუ მარიამ კობიაშვილთან

2014-09-21

მარიამ კობიაშვილი მზიურის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულია. ამჟამად ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებათა სპეციალობაზე მე-4, დამამთავრებელ, კურსზე სწავლობს.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology - MIT) მდებარეობს აშშ მასაჩუსეტსის შტატის დედაქალაქ ბოსტონის მომიჯნავედ პატარა ქალაქ კემბრიჯში. იგი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად ითვლება და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობაში უპირობოდ ლიდერობს.
სხვა სტუდენტების მსგავსად მარიამიც საზაფხულო არდადეგებზე სხვადასხვა კომპანიებში მუშაობს ე.წ. internship პროგრამით (ჩვენში ოდესღაც ასეთ პროგრამას საწარმოო პრაქტიკას უწოდებდნენ). გასული ზაფხული მან კომპანია Dropbox-ში გაატარა აშშ კალიფორნიის ქალაქ სან-ფრანცისკოში. წინა ზაფხულს მარიამი Facebook-ის ლონდონის ოფისში მუშაობდა.
კომპანია Dropbox-ში მუშაობის პერიოდს ეხება ინტერვიუ მარიამთან, რომელიც ერთ-ერთ ინტერნეტგამოცემაში გამოქვეყნდა ამ ცოტა ხნის წინ.
შეგიძლიათ სრულად იხილოთ ეს საინტერესო ინტერვიუ.