ჩატარდა საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის III ოლიმპიადა ინფორმატიკაში

2016-02-24

2016 წლის 20 თებერვალს "საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის" და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-3 ოლიმპიადა. ოლიმპიადა გაიმართა 3 ასაკობრივ კატეგორიაში: VIII კლასამდე მოსწავლეებისათვის, IX-X და XI-XII კლასელებისათვის. ოლიმპიადა გაიმართა მსოფლიო ოლიმპიადების ფორმატით. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში მონაწილეებს ამოსახსნელად მიეცათ 3 ამოცანა და 4 საათი სამუშაო დრო. ყოველ ჯგუფში გამოვლინდა 10 გამარჯვებული. პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით, ხოლო IV-X ადგილებზე გასულები - ფასიანი საჩუქრებით. ოლიმპიადა დასრულდა საზეიმო ტორტის დაჭრით და დაგემოვნებით. სავარაუდოდ, ახლო მომავალში ჩატარდება ეროვნული ოლიმპიადაც და დაკომპლექტდება ინფორმატიკის ეროვნული ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ოლიმპიადაში.
ოლიმპიადის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ:
 
უმცროსი ასაკი (VIII კლასი და ქვემოთ);
 
საშუალო ასაკი (IX-X კლასები);
 
უფროსი ასაკი (XI-XII კლასები).