HackerRank-ის ბლოგზე დები მაჩაიძეების შესახებ სტატია გამოქვეყნდა

2016-04-20

HackerRank არის ინტერნეტპლატფორმა, რომელიც ახდენს პროგრამისტთა რანჟირებას, რითიც ხელს უწყობს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანიებს ახალი თანამშრომლების მოძიებაში. ამ სატზე ხშირად ტარდება ხოლმე სხვადასხვა შეჯიბრებები, რომელთა საშუალებითაც ხდება მონაწილეთა რეგულარული რანჟირება. ეს შეჯიბრებები საუკეთესო საშუალებაა ახალგაზრდა პროგრამისტებისათვის მსხვილ კომპანიებში მოსახვედრად. რა თქმა უნდა, ამ საშუალებით ქართველი ახალგაზრდებიც სარგებლობენ და არაერთი მათგანი ამ გზის გავლით მოხვდა სხვადასხვა უცხოურ კომპანიაში სამუშაოდ.
ამ საიტს აქვს ძალიან საინტერესო ბლოგი, რომელზეც გამოქვეყნდა ქართველი დებისადმი მიძღვნილი სტატია.
უფროსი და, ელენე მაჩაიძე, მე-6 კლასიდან სწავლობდა მზიურში და არის მოსწავლეთა შორის ინფორმატიკის სხვადასხვა ოლიმპიადების (როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო) გამარჯვებული. შარშან მან სკოლა დაამთავრა და ამჟამად თვითონ ასწავლის მზიურში საოლიმპიადო ჯგუფებს.
შუათანა და, ანიც, ასევე, წლების განმავლობაში სწავლობდა მზიურში და ეუფლებოდა პროგრამირებას.
უმცროსი და მარიამი ჯერ პატარაა, მაგრამ უკვე მესამე წელია, რაც მზიურში სწავლობს და, უფროსი დების მსგავსად, ეროვნულ ოლიმპიადებზე წარმატებებს აღწევს.
დაწვრილებით ქართველი დების შესახებ სტატია შეგიძლიათ იხილოთ
 ბლოგზე