მორიგი წარმატება მსოფლიო ოლიმპიადაზე

2016-09-01

რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე წლის 12-19 აგვისტოს გაიმართა მოსწავლეთა შორის ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადა. ეროვნული ნაკრების 4 წევრიდან სამი მზიურელი იყო და სამივემ წარმატებით იასპარეზა.
- ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი კლდიაშვილმა (დემირელის კოლეჯი, მე-10 კლასი).
- ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი სხირტლაძემ და ნუგზარ ჩხაიძემ (ორივე დემირელის კოლეჯის მე-12 კლასი).
ნაკრების მეოთხე წევრს ბაკურ ცუცხვაშვილს (ქუთაისის ფიზ-მათ სკოლა, მე-12 კლასი) სულ ცოტა დააკლდა ბრინჯაოს მედლამდე.
ვულოცავთ გამარჯვებულებსა და მათ მასწავლებლებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მათ.

მზიურის დირექცია