ოლიმპიადის მონაწილეთა საყურადღებოდ!

2017-03-22

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით 2017 წელს “საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია” საკუთარი დაფინანსებით ორგანიზებას უწევს ტურნირს ეროვნულ დონეზე ინფორმატიკაში და ასევე, აკომპლექტებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც გაემგზავრება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI) ირანში. საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა და ნაკრების გამგზავრება ირანში სრულად არის დაფინანსებული. დაწვრილებითი ცნონებისათვის იხილეთ საიტი http://geoi.ge/