ჩატარდა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის პირველი ტური

2017-03-28

ა.წ. 24 მარტს ჩატარდა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის პირველი (დაუსწრებელი) ტური. 
ოლიმპიადის შედეგების საფუძველზე განისაზღვრა დასკვნით ტურში მონაწილეთა რაოდენობა:
უმცროსი ასაკობრივი კატეგორია (VIII კლასი და ქვემოთ) - 37 მონაწილე.
საშუალო ასაკობრივი კატეგორია (IX-X კლასები) - 27 მონაწილე.
უფროსი ასაკობრივი კატეგორია (XI-XII კლასები) - 16 მონაწილე.
დასკვნითი ტურის მონაწილეებს, რომელთა შორის, ჩვეულებისამებრ, მრავლად არიან მზიურელები, ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
ოლიმპიადის მეორე (დასკვნითი) ტური გაიმართება 1 და 2 აპრილს.
დასკვნითი ტურის შედეგების საფუძველზე შეირჩევა ეროვნული ნაკრების კანდიდატები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ნაკრების შესარჩევ ტურნირში.
შესარჩევი ტურნირის შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ნაკრები (4 წევრი). ნაკრები გაემგზავრება ინფორმატიკის 29-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI2017, რომელიც წელს (28 ივლისიდან 4 აგვისტომდე) გაიმართება ირანში.
ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ოლიმპიადის საიტზე.