მზიურელთა წარმატება სტუდენტურ და მოსწავლეთა ოლიმპიადებზე

2017-11-14

ა.წ. 4 ნოემბერს, შაბათს, ჩატარდა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი საქართველოსთვის.
დასავლეთ საქართველოს გუნდებს უმასპინძლ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (http://atsu.edu.ge/index.php?), ხოლო თბილისის გუნდებმა თავს მოიყს თავისუფალ უნივერსიტეტში (http://www.)
ორგანიზატორებმა მოსწავლეთა საუკეთესო გუნდებს (რეალურად ხუთივე გუნდი, რომლებიც წელს მონაწილეობდნენ ვეკუას თასზე) მისცეს კონკურსგარეშე მონაწილეობის შესაძლებლობა.
გარდა ამისა, კვირას, 5 ნოემბერს, ჩატარდა მოსწავლეთა შორის რუსეთის ღია გუნდური ოლიმპიადის შესარჩევი (ნახევარფინალური ტური). ქუთაისის და ბათუმის მოსწავლეთა გუნდებს მიეცა შესაძლებლობა, ეასპარეზათ საკუთარი ტერიტორიებიდან, ხოლო თბილისის გუნდებს უმასპინძლ ევროპის უნივერსიტეტმა (http://eu.edu.ge/).
მზიურელმა მოსწავლეებმა ორივე დღეს წარმატებით იასპარეზეს.
ასევე, წარმატებით იასპარეზეს ყოფილმა მზიურელებმა, ამჟამად სტუდენტებმა.
ქვემოთ მოცემულ ლინკებზე შეგიძლიათ იხილოთ შედეგები:
პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი საქართველოსთვის
რუსეთის ღია გუნდური ოლიმპიადის შესარჩევი (ნახევარფინალური ტური)