ჩატარდა მათემატიკური კონკურსი “იმედი ხვალის-2019” პირველი ტური

2019-06-05

კონკურსის მე-2 ტური ჩატარდება 9 ივნისს, კვირას, იქ, სადაც ჩატარდა პირველი ტური - საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის შენობაში (ი. ჭავჭავაძის 53ა, კუს ტბის ასახვევის ქუჩის გადმოღმა).

დაწყების დრო 10.00 სთ.
კონკურსანტებს ვთხოვთ, მოვიდნენ 10-15 წუთით ადრე და თან იქონიონ საწერი პასტა და ფურცლები ან რვეული შავი სამუშაოსთვის.
ვაქვეყნებთ მათემატიკურ კონკურსში "იმედი ხვალის-2019" მეორე ტურში გადასულ მოსწავლეთა სიებს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.
იმისათვის, რომ თქვენი თავის მოძებნა გაგიადვილდეთ, სიები დალაგებულია სკოლების მიხედვით. ფაილები ისევ Pdf ფორმატშია.

უმცროსთა კატეგორია (III-IV კლასები)
უფროსთა კატეგორია (V-VI კლასები)

აპელაციისათვის გამოყოფილია დრო - 7 ივნისის 10.00-დან 17.00 საათამდე. წინასწარ დაგვირეკეთ ტელეფონებზე 295-45-75 ან 291-03-17 და, საჭიროების შემთხვევაში, მობრძანდით მისამართზე თამარ მეფის გამზირი 14, მე-3 სართული.

გისურვებთ წარმატებას.