"მზიურისა" და "გრენას" ერთობლივი ტრენინგები დაიწყო

2009-09-03

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დაკვეთით დაიწყო სკოლების ინფომენეჯერების ტრენინგ-კურსები. კურსების თემაა ოპერაციული სისტემის ადმინისტრირების საფუძვლები. ინფომენეჯერები ისწავლიან Linux-ისა და Windows-ის ინსტალაციასა და ადმინისტრირების საფუძვლებს. მთლიანი კურსი სულ 24 საათიანია. აქედან 12 საათი ეთმობა ოპერაციულ სისტემას Linux (ატარებს "გრენა") და 12 საათი - სისტემას Windows (ატარებს "მზიური").
მიმდინარე წელს (დეკემბრის ბოლომდე) დაგეგმილია 33 ჯგუფის (360 მსმენელი) მომზადება.