GeOlymp Series 2010 - Episode III

2010-05-05

ყოფილი წარმატებული ოლიმპიელებისაგან დაკომპლექტებულმა საინიციატივო ჯგუფმა "ჯეოლიმპი" ამ ცოტა ხნის წინ დაიწყო ახალი პროექტი - პროგრამირებაში ონლაინ შეჯიბრებათა ციკლი GeOlymp Series 2010.
საინიციატივო ჯგუფის მიზანია, პროექტის საშუალებით პროგრამირებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს თავიანთი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება მისცენ და ხელი შეუწყონ მათ პროფესიონალურ ზრდას.
უკვე ჩატარდა შეჯიბრებათა ციკლის პირველი და მეორე ეპიზოდები.
2010 წლის 9 მაისს 12 საათზე ჩატარდება შეჯიბრებათა ციკლის III ეპიზოდი.
ამ რაუნდის პარალელურად მის ამოცანებზე საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურში" ჩატარდება დასწრებული შეჯიბრება "მზიურის" მოსწავლეებისთვის. ღონისძიების პროგრამაში არის სატესტო და ძირითადი ტური, ამოცანების გარჩევა და ლოკალურ გამარჯვებულთა დაჯილდოება.
ღონისძიების განრიგი
10:00  – ოლიმპიადის გახსნა და პრეზენტაციის ჩატარება;
11:00 – ადგილებზე გადანაწილება და სატესტო ტური;
12:00 -14:00 – ძირითადი ტური.
14:20 – შედეგების შეჯამება და პირველი სამი ადგილისათის სუვენირების გადაცემა.
15:20 - ტურის ამოცანების გარჩევა.
 
შეჯიბრების ორგანიზატორებს სურვილი აქვთ, რომ ყოველი რაუნდის პარალელურად დასწრებული ტურის ჩატარება რომელიმე ორგანიზაციაში (სკოლაში ან უნივერსიტეტში) ტრადიციად აქციონ. მათ საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურს“ პატივი დასდეს და პირველი ღონისძიების ჩატარება ჩვენთან გადაწყვიტეს, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით და ამ კარგ წამოწყებაში მხარდაჭერას ვუცხადებთ.