მიმართვა თბილისის სკოლების ინფომენეჯერებსა და ინფორმატიკის მასწავლებლებს!

2010-09-29

პატივცემულო კოლეგებო,

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი «მზიური» „ნიჭიერი ბავშვების პროგრამით“ გათვალისწინებული სპეცჯგუფების დაკომპლექტების მიზნით ატარებს ტრადიციულ შესარჩევ კონკურსს.
სპეცჯგუფების პროგრამა ითვალისწინებს მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებას, დაპროგრამებისა და ალგორითმების საფუძვლების გაღრმავებულ შესწავლას.
შესარჩევ კონკურსში ვიწვევთ თბილისის სკოლების მე-5 და მე-6 კლასის იმ მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ ინტერესი და მიდრეკილებები მათემატიკის მიმართ. ამისათვის გვჭირდება თქვენი დახმარება.
შეგიძლიათ იხილოთ „მზიურის“ წერილი მშობლისადმი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი კონკურსის შესახებ ყველაფერი (დანიშნულება, ჩატარების დრო და ადგილი, ორგანიზატორის დასახელება და საკონტაქტო მონაცემები).
უმორჩილესად გთხოვთ, მოიძიოთ თქვენს სკოლაში ნიჭიერი ბავშვები და თუ ასეთები არიან:
•    გამობეჭდეთ თანდართული წერილი საჭირო რაოდენობით;
•    ჩაწერეთ თითოეული წერილის სათანადო ადგილზე ბავშვის სახელი და გვარი;
•    გადაეცით წერილი ბავშვს და უთხარით, რომ აჩვენოს მშობელს;
•    ყველა შეკითხვაზე, რომელიც კი შეიძლება მშობელს დაებადოს, უთხარით, რომ ჩვენ მოგვმართოს.

გაითვალისწინეთ, რომ კონკურსი ტარდება 10 ოქტომბერს, მაგრამ აუცილებელია რეგისტრაცია 9 ოქტომბრამდე, რისთვისაც მშობელი ჩვენთან უნდა მობრძანდეს. დიდი დრო აღარ დარჩა და, გთხოვთ, წერილები რაც შეიძლება მალე დაარიგოთ, რათა მშობლებს გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული ვადა ჰქონდეთ.

პატივისცემით,
„მზიურის“ დირექცია