"პითაგორას თასი-2011" დაიწყო

2011-01-03

ტურნირი “პითაგორას თასი_2011” შედგება ორი ტურისაგან.
პირველი  ტური დაუსწრებელია და ამოცანების ამოხსნისათვის გეძლევათ ვადა 07. 01. 2011-დან --- 07. 03. 2011-მდე.
მეორე ტური დასწრებულია და ჩატარდება 15. 05. 2011. მასში მონაწილეობას მიიღებენ I ტურში გამარჯვებული მოსწავლეები, ამისათვის საჭიროა I ტურში მიიღოთ არანაკლებ 60% მაქსიმალურ ქულათა ჯამისა. მეორე ტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება მზიურის საიტზე.
ტურნირში მონაწილეობისათვის სასურველია შემოტანილი იქნას თითოეულ ნამუშევარზე შემოწირულობის სახით თანხა 10 ლარის ოდენობით, ვინაიდან ტურნირის ორგანიზატორი “პითაგორას საზოგადოება” ახორციელებს საქმიანობას შემოწირულობის საშუალებით. ამისათვის, პროკრედიტ ბანკის ნებისმიერ ფილიალში უნდა შეიტანოთ თანხა “პითაგორას საზოგადოების” ანგარიშზე – ანგარიშის ნომერია 360801010900057.
უნდა ამოხსნათ დაუსწრებელი ტურის ამოცანები (ვადა გაქვთ 07. 01. 2011-დან 07. 03. 2011-მდე ჩათვლით) სათანადო მსჯელობითა და დასაბუთებით, გააფორმეთ ის უჯრედებიან რვეულში (თითოეულ ამოხსნილ ამოცანას დაუთმეთ რვეულის ერთი ფურცელი, ანუ ფურცლის ორი გვერდი).
გარეკანზე დააწერეთ:
“პითაგორას თასი-2011” – დაუსწრებელი შესარჩევი ტური.

---------------------------------  --------------------------------  სკოლა------------------ კლასი----------
    გვარი                                      სახელი

                თარიღი-----------------    ტელ:----------------------
რვეული გადახდის ქვითართან ერთად 2011 წლის 7 მარტამდე უნდა ჩააბაროთ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელს, “პითაგორას საზოგადოების” თავმჯდომარეს – ზურაბ აღდგომელაშვილს.
მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #180, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი, ოთახი #15(დინამოს სტადიონთან ახლოს)
                ტელ: 79-36-93(სახლი 1800-2400)
                ტელ: 8(77) 72-30-49(მობილური)
შეგიძლიათ იხილოთ  “პითაგორას თასი_2010”-ის დასკვნითი ტურის შედეგები.
გისურვებთ წარმატებას!

ტურნირ “პითაგორას თასი_2011”-ის ჟიური.