გამოვიდა ზურაბ აღდგომელაშვილის წიგნი "მათემატიკა გაკვეთილების შემდეგ"

2013-10-21

გამოვიდა ზურაბ აღდგომელაშვილის წიგნი "მათემატიკა გაკვეთილების შემდეგ".
ნაშრომი ეხება კლასგარეშე მუშაობისას განსახილველი საკითხების ფართო სპექტრს, რომელიც დააინტერესებს როგორც პატარებს, ასევე უფროსი ასაკის მოსწავლეებს. ის დიდ დახმარებას გაუწევს მათემატიკის მასწავლებლებს კლასგარეშე მუშაობისას.

წიგნის ავტორი ზურაბ აღდგომელაშვილი საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, პითაგორას საზოგადოების პრეზიდენტი (მან 2001 წელს დააარსა ყოველწლიური მათემატიკური ტურნირი "პითაგორას თასი"), მკითხველისთვის ცნობილია არაერთი დამხმარე მეთოდური კლასგარეშე სახელმძღვანელოთი.
ნაშრომი ჩაფიქრებულია სამ წიგნად, რომლის მეორე და მესამე წიგნები გამოვა 2014 წლის მაისამდე.