ვაკანსია

2011-05-15

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი “მზიური” აცხადებს კონკურსს პროგრამირების მასწავლებლის ვაკანსიაზე. მიღებული კანდიდატები მუშაობას შეუდგებიან ამა წლის სექტემბრის თვიდან.

მოვალეობები:

  • პროგრამირების შემსწავლელი ჯგუფების მეცადინეობების ჩატარება;

  • სასწავლო კურსის დაგეგმვა და სათანადო სილაბუსის შედგენა;

  • სასწავლო მასალების მომზადება;

  • აღნიშნულ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • Pascal, C++, C#, Java პროგრამირების ენებიდან ერთ-ერთის (სასურველია რამდენიმეს) ცოდნა;

  • პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

  • სასურველია ინფორმატიკის საოლიმპიადო ამოცანებზე მუშაობის გამოცდილება;

  • ინგლისური და რუსული ენების (მინიმუმ კითხვით) ცოდნა.

წარმატებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • გააჩნდეს შესაბამისი უმაღლესი განათლება;

  • გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

  • იყოს ორგანიზებული;

  • იყოს შედეგზე ორიენტირებული;

  • გააჩნდეს დასახული ამოცანების დროულად, ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;

  • გააჩნდეს გუნდური მუშაობის უნარი.

ხელფასი: შეთანხმებით;

დამატებითი პირობები: სამუშაო გრაფიკის შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია შეთავსებით მუშაობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ თავიანთი CV (ქართულ ენაზე, მეილზე მიბმული დანართის სახით, დოკუმენტის .pdf ვერსია) ელექტრონულ მისამართზე: i[email protected] 2011 წლის 31 მაისის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: "programirebis maswavlebeli".