ვეძებთ პროგრამირების მასწავლებლებს

2019-04-04

პროგრამირების მასწავლებელი

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური აცხადებს კონკურსს პროგრამირების მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე.
თუ ხართ პროგრამისტი ან შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტი, გაქვთ პროგრამირების სწავლების სურვილი, ხართ დაინტერესებული, რომ ასწავლოთ ჭკვიან და მოტივირებულ ბავშვებს და შეგიძლიათ, რომ სწავლება შეუთავსოთ თქვენს ძირითად სამუშაოს ან/და უნივერსიტეტში სწავლას, ასეთ შემთხვევაში ძალიან გვინდა, რომ სექტემბრიდან ჩვენს გუნდში მოგიწვიოთ.

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური ეძებს პროგრამირების მასწავლებელს.

კვალიფიკაცია:

** შესაბამისი სრული ან არასრული განათლება;
** პროგრამირების რომელიმე
(სასურველია ერთზე მეტი) ენის ფლობა და სწავლების რაიმე გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება ინფორმატიკის სასკოლო ან სტუდენტურ ოლიმპიადებში, ასევე, ჰაკათონებსა თუ სხვა საპროექტო შეჯიბრებებში მონაწილეობის გამოცდილებას.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე; მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება; მესამე ეტაპზე კანდიდატი ჩაატარებს საჩვენებელ გაკვეთილს.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
[email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.