მზიურის მოსწავლეთა საყურადღებოდ!

მზიურის მოსწავლეთა საყურადღებოდ!

17 აპრილს, შაბათს, 20.00 საათზე შედგება ონლაინშეხვედრა MIT-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან.

ელენე მაჩაიძე, გიორგი კლდიაშვილი, დიმიტრი ცხოვრებაძე, საბა ლეფსვერიძე, ნიკა ბირკაძე, ზვიად მეტრეველი და მარი კობიაშვილი მოგითხრობენ თავიანთი სტუდენტური ცხოვრებისა და გამოცდილების შესახებ და გასცემენ პასუხებს შენს შეკითხვებს.

თუ გინდა, შეხვედრას დაესწრო, გთხოვთ, გადახვიდე ქვემომოცემულ ლინკზე და გაიარო რეგისტრაცია.

რეგისტრაციის დროს მითითებულ ელფოსტაზე მოგივა შეკრების ლინკი შაბათს, 17 აპრილს 19.00 საათამდე.

რეგისტრაცია დაწყებულია და დამთავრდება ხშაბათს, 17 აპრილს 15.00 საათზე.

ეს არის «რეგისტრაციის ლინკი»


გაითვალისწინეთ, რომ თუ რაოდენობის შეზღუდვის აუცილებლობა დადგება, უპირატესობას უფროსკლასელ მზიურელებს მივანიჭებთ.

კარგი იქნება, თუ წინასწარ მოიფიქრებთ და მოამზადებთ შეკითხვებს. უკეთესი იქნება, თუ თქვენს შეკითხვებს დააფიქსირებთ რეგისტრაციის ფორმის შევსებისას, რადგან სტუმრებს მეტი დრო ექნებათ, უფრო სრულყოფილად გასცენ პასუხი თქვენს შეკითხვებს.

როგორც ყოველთვის, შეხვედრის ვიდეოჩანაწერს გავაკეთებთ და მზიურის ბლოგზე დავდებთ.

თუ უცხოეთში სწავლით ხართ დაინტერესებული, შეხვედრამდე შეგიძლიათ გადახედოთ სტატიას მზიურის ბლოგზე «გამოსადეგი რესურსები უცხოეთში სწავლის მსურველთათვის»

Apr 16 2021