კურსის ხანგრძლივობა:10 საათი.
მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა - 1,5 სთ. გრაფიკი მსმენელთან შეთანხმებით.
პროგრამაში ჩართვის წინაპირობა: მსმენელი უნდა ფლობდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად უნარებს.
კურსის ღირებულება: 500 ლარი (1 საათის ფასი 50 ლარი)
კურსის მიზანი: კომპიუტერული გრაფიკისა და სამაგიდო ტიპოგრაფიის შესწავლა.
პროგრამის მოსალოდნელი შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
- ვექტორული გამოსახულების შექმნა - დამუშავება
- მარტივი ბუკლეტის აწყობა
პროგრამის შინაარსი:
- პროგრამის ინტერფეისის მოწყობა
- მარტივი გრაფიკული გამოსახულებები, ობიექტის მონიშვნა და გარდაქმნა
- ობიექტების მოწესრიგება, დაჯგუფება, შეერთება, ობიექტების განცალკევება
- კონტურის შექმნა და რედაქტირება
- თავისუფალი ფორმის ობიექტების შექმნა; თავისუფალი ხატვა; ბეზეს მრუდები
- კონტურთან მუშაობის ჩვევები, კონტურის აწყობა, მხატვრული კონტურის შექმნა და რედაქტირება
- ფერებთან მუშაობა, ფერთა მოდელები, მარტივი და შედგენილი ფერები, ობიექტის გაფერადების მეთოდები
- მარტივი და ფიგურული ტექსტები. შექმნა, რედაქტირება, დაფორმატება, დანიშნულება; ტექსტურ ბლოკთან მუშაობის ჩვევები
- რასტრულ გამოსახულებებთან მუშაობა, იმპორტი, რედაქტირება, ტრასირება
- ვექტორული და რასტრული გამოსახულების ფორმატები
- სპეცეფექტების გამოყენება. პერსპექტივის დამატება, ჩრდილის შექმნა, შემორკალვა; ობიექტის დეფორმაცია, კონტურის და მოცულობის შექმნა
- დოკუმენტის ბეჭდვა; ფერთა გაყოფის რეჟიმები; ნაშრომის წარდგენა
- პროგრამის ყველა ელემენტის გამოყენებით მაკეტის დაგეგმვა და შექმნა
- მაკეტის გამზადება დასაბეჭდად, ბეჭდვის პარამეტრების მომართვა