კურსის ხანგრძლივობა: 12 საათი.
მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა - 1.5 სთ. გრაფიკი მსმენელთან შეთანხმებით.
პროგრამაში ჩართვის წინაპირობა: მსმენელი უნდა ფლობდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად უნარებს.
კურსის ღირებულება: 600 ლარი (1 საათის ფასი 50 ლარი)
კურსის მიზანი: კომპიუტერული გრაფიკისა და სამაგიდო ტიპოგრაფიის შესწავლა.
პროგრამის მოსალოდნელი შედეგები:
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
- საგამომცემლო პროგრამაში მუშაობა
- ბუკლეტის, წიგნის, გაზეთის აწყობა და ბეჭდვა
პროგრამის შინაარსი:
- პროგრამა Adobe Indesign - ის დანიშნულება, ინტერფეისის მოწყობა, სამონტაჟო მაგიდის აღწერა; მასშტაბური სახაზავები და ათვლის წერტილი (დაფიქსირება), სახაზავების ჩვენება-დამალვა, ზომის ერთეულის შეცვლა
- გადაფურცვლის ზოლები, საორიენტაციო ხაზები (დაფიქსირება), ნავიგაცია დოკუმენტში, დოკუმენტის მასშტაბირება კლავიატურით, მაუსით
- ისტრუმენტები, მათი მრავალფეროვნება და გამოყენება, კონტექსტური მენიუ
- ტექსტები და ობიექტები - ტექსტური რეჟიმი, ტექსტურ ბლოკებთან მუშაობა, ტექსტის შეტანის გზები, ტექსტების დაკავშირება და კავშირის გაუქმება, ტექსტის მონიშვნა, ფორმატირება, შრიფტი, ზომა, ინტერლინაჟი, სვეტებთან მუშაობა, გადანომვრა, პირველი ასო, კადრები - Frame
- გვერდი, გვერდის პარამეტრები, გვერდის ოსტატი, შაბლონის მომზადება (გვერდების გადანომვრა), შაბლონის ელემენტების დამალვა
- ფერები, სტილები (ახალი ფერის ან სტილის შექმნა ან ექსპორტი)
- შრეები და Master Pages
- გრაფიკულ ელემენტებთან მუშაობა
- სხვადასხვა ფიგურის შექმნა, მათი განლაგება ერთმანეთის და ტექსტის მიმართ (Text Wrap), ხაზის ფერები, ტიპები
- ცხრილები
- Adobe Photoshop - ის დახმარებით გამოსახულების დამუშავება. ზომის შეცვლა, ჩამოჭრა, მოქმედების გაუქმება
- ფრაგმენტის მონიშვნის საშუალებები. რთული ფორმის მონიშვნა. მონიშნულის ტრანსფორმაცია, კორექცია
- ფილტრების გამოყენება
- ფერთა მოდელების შეცვლა, ფაილის შენახვა, გრაფიკული ფაილის ფორმატები
- ბუკლეტის და პატარა მოცულობის წიგნის აწყობა, სარჩევის შექმნა
- ბეჭდვა, PDF - ფაილის შექმნა
- პროგრამის პარამეტრების მომართვა