Java - მეორე წელი

Java - მეორე წელი

კურსის ხანგრძლივობა: 66 გაკვეთილი (132 აკადემიური საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ორჯერ, თითო გაკვეთილი 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი:  მოსწავლეს გავლილი უნდა ჰქონდეს კურსი Java - პირველი წელი. განკუთვნილია VIII-XII კლასელებისა და სტუდენტებისათვის.

ერთი წლის  ღირებულება: 2000 ლარი. გადახდა 3 ნაწილად. სწავლის დაწყებამდე - 800 ლარი, 15 დეკემბრამდე - 700 ლარი, 15 მარტამდე - 500 ლარი.

კურსის მიზანი:  Java-ს გაღრმავებული საშუალებების შესწავლა, მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და მათი შერწყმა ვებ აპლიკაციაში. პროექტის ჩამოყალიბება, დაგეგმარება და მისი შესრულება სტანდარტების დაცვით.

კურსის მოსალოდნელი შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეს ეცოდინება:

  • Java-ს არასაბაზისო საკითხები
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა
  • ვებ აპლიკაციის შექმნა Java-ს გამოყენებით
  • ჯგუფში მუშაობა
  • პროექტის შექმნა ყველა აუცილებელი საფეხურის გავლით

კურსის პროგრამის  შინაარსი:

  • მონაცემთა ბაზები (შესავალი - რელაციური და არარელაციური ბაზები)
  • JDBC - ჯავას დაკავშირება მონაცემთა ბაზებთან
  • Git & Github, maven
  • Networking - sockets
  • ვებ დიზაინის შესავალი - html, css, js
  • Servlet, JSP
  • JPA
  • Spring framework