კურსის ხანგრძლივობა:12 საათი (საათების რაოდენობა პირობითია).
მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა - 1,5 სთ. გრაფიკი მსმენელთან შეთანხმებით.
პროგრამაში ჩართვის წინაპირობა: მსმენელმა უნდა იცოდეს საოფისე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება და MS Word-ის პირველი დონე.
კურსის ღირებულება: 660 ლარი (1 საათის ფასი 55 ლარი)
კურსის მიზანი: ტექსტური რედაქტორის გაღრმავებული შესაძლებლობების ათვისება, ტექნოლოგიურად რთული დოკუმენტის მარტივად და სწრაფად შექმნა, პუბლიკაცია და გაზიარება.
პროგრამის მოსალოდნელი შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
- MS Word - ის გაღრმავებული საშუალებები
- რთული სტრუქტურის დოკუმენტის შექმნა
- ბუკლეტის, წიგნის აწყობა სტილების გამოყენებით. სარჩევის შექმნა
- დოკუმენტის პუბლიკაცია
პროგრამის შინაარსი:
- სტილი. სტილების გამოყენება, ახლის შექმნა, მოდიფიცირება და ორგანიზება. ფორმების შექმნა და მოდიფიცირება
- სექცია, დოკუმენტში მოძრაობის ავტომატიზაცია
- დოკუმენტის სარჩევისა და თემატური საძიებლების, სქოლიოების შექმნა, ობიექტების დასათაურება
- დოკუმენტიდან ამონარიდების შექმნის ავტომატური საშუალებები და მათი გამოყენება
- ვებგვერდების შექმნა და პუბლიკაცია
- დიაგრამების შექმნა სხვა პროგრამული პროდუქტის მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზაზე
- წერილის მომზადება და შერწყმა სხვა პროგრამული პროდუქტით შექმნილ დაგზავნის სიებთან, შედეგის დათვალიერება და გაგზავნა
- დოკუმენტი, ქვედოკუმენტი, დოკუმენტის ოსტატი
- დოკუმენტის გადახედვა და გადახედვის პარამეტრები. დოკუმენტის დაცვა
- მაკროსები, შექმნა და რედაქტირება
- მენიუს და ისტრუმნეტების პანელების შექმნა, მოწყობა
- ტექსტური რედაქტორის პარამეტრების შეცვლა და სტანდარტულის აღდგენა